სიახლეები
17 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინლძა საჯარო ლექციას თემაზე: „გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა: გარემოს ჯანმრთელობა“. ლექცია წაიკითხა ფონდი SOCO-ს დირექტორმა, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ ქ-ნ სანდრა რულოვმა.
ლექციის მსვლელობისას ქალბატონმა სანდრამ ისაუბრა გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკასთან და გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტრადიციული და ახლად წარმოქმნილი მავნე გარემო ფაქტორები და მათი გავლენის შედეგები, გლობალური რესურსების გამოფიტვა, გლობალური დემოგრაფია, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები და სხვა.
ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები, ასევე საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. ლექციის დასასრულს ქალბატონმა სანდრამ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.